მოცემული აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ მართოთ რობოტი LimBot. თქვენ შეგიძლიათ ამოძრაოთ ის სიბტყეზე ნებ...
მოცემული აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ მართოთ რობოტი LimBot. თქვენ შეგიძლიათ ამოძრაოთ ის სიბტყეზე ნებისმიერი მიმართულებით და ცვალოთ მისი სიჩქარე. აპლიკაცია აღჭურვილია მართვის ორი რეჟიმით: მართვა გრაფიკული ინტერფეისით და მართვა სმარტფონის მობრუნებით. LimBot რობოტის აწყობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ შემდეგ მისამართს:https://github.com/UGLIMES/LimBot
აპლიკაციის გამოსაყენება:- თუ აპლიკაციის ჩართვის მომენტში Bluetooth არაა ჩართული, ის გვთოვს მის ჩართვას, წინააღმდეგ შემთხვევაში აპლიაკაცია იხურება;- ეკრანზე გამოჩნდება იმ Bluetooth მოწყობილობების სია (მოწყობილობის სახელი და MAC მისამართი), რომლებსაც ჩვენი სმარტფონი ერთხელ მაინც დაკავშირებია. ვირჩვეთ ჩვენი რობოტის შესაბამის მოწყობილობას;- თუ ჩვენი სმარტფონი LimBot -ს პირველად უკავშრდება, მაშინ ის დაკავშირებულ მოწყობილობათა სიაში არ იქნება. ამ შემთხვევაში ვაჭერთ ქვედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ წითელ ღილაკს რის შედეგადაც დაიწყება სკანირება - ირგვლივ მდებარე Bluetooth მოწყობილობების ძებნა. რამდენიმე წამში ძიება დასრულდება და ეკრანზე აღმოჩენილი მოწყობილობების სია გამოჩნდება. ვაჭერთ ჩვენთვის სასურველს;- დაკავშირების შემდეგ შევდივართ სამართავ გარემოში. მარცხენა მხარეს გვაქვს მიმართულების განმსაზღვრელი ღილაკები, მარჯვნივ სიჩქარის მარეგულირებელი სვეტი, შუაში კი გაჩერების ღილაკი. იმისათვის, რომ რობოტი დაიძრას საჭიროა ავირჩიოთ მიმართულება - დავაჭიროთ ერთ-ერთ ღილაკს, შემდეგ კი განვსაზღვროთ სიჩქარე. თუ გვსურს რობოტმა მოუხვიოს რომელიმე მიმართულებით, სმარტფონის უნდა გადავხაროთ შესამისი კუთხით. - იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ჩავკეცავთ აპლიკაციას ან ჩავაქრობთ ეკრანს შეიცვლება LimBot -ის მართვის მექანიზმი. წინ და უკან სვლას ამჯერად განსაზღვრავს სმარტფონის გადახრა. რაც მეტია გადახრა, მით უფრო დიდია სიჩქარე. არ იცვლება მოხვევის პრინციპი. - იმისათვის, რომ დავასრულოთ რობოტის მართვა, სამართავ გარემოში ვაჭერთ back ღილაკს. შედეგად სმარტფონსა და LimBot -ს შორის კავშირი გაწყდება.